---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2092915-bunebis-dzeglebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1"
law: "ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 2092915"
adopted: "2013-11-20"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2092915-bunebis-dzeglebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1

1. ეს კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს ამ კანონით განსაზღვრული ბუნების ძეგლების სისტემის შექმნისა და მართვის სფეროში.

2. ამ კანონით განსაზღვრული ბუნების ძეგლებისათვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ბუნების ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. ამ კანონით განსაზღვრული ბუნების ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ქონებრივი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/2092915-bunebis-dzeglebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2.md
