---
title: "მუხლი 4. ბუნების ძეგლები — ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2092915-bunebis-dzeglebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/4"
law: "ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 2092915"
adopted: "2013-11-20"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ბუნების ძეგლები — ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2092915-bunebis-dzeglebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/4

ამ კანონით განსაზღვრული ბუნების ძეგლები საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ნაწილია და იქმნება ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში. ეს ბუნების ძეგლებია:
ა) სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსი, რომელიც მოიცავს:
ა.ა) ბალდის კანიონის ბუნების ძეგლს;
ა.ბ) ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლებს;
ა.გ) ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლებს;
ა.დ)
(ამოღებულია - 23.03.2018, №2081)
;
ა.ე) ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლს;
ა.ვ) ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლს;
ა.ზ) ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლს;
ა.თ) მდინარე აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლს;
ა.ი) მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლს;
ბ) გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი;
გ) დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი;
დ) სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი;
ე) მუხურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი;
ვ) ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლი;
ზ) ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი;
თ) ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი;
ი) ბირთვისის ბუნების ძეგლი.
საქართველოს 2016 წლის 17
თებერვლის
კანონი
№4735
- ვებგვერდი, 25.02.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 23
მარტის
კანონი №2081
–
ვებგვერდი, 05.04.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2092915-bunebis-dzeglebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2092915-bunebis-dzeglebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/5.md
