---
title: "მუხლი 11. არქეოლოგიური სამუშაოების სახეები — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/11"
law: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
article: "11"
identifier: "4708"
adopted: "2007-05-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. არქეოლოგიური სამუშაოების სახეები — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/11

არქეოლოგიურ ობიექტზე შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული არქეოლოგიური ან ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები. არქეოლოგიური სამუშაოების სახეებია: ა) საველე არქეოლოგიური სამუშაოები – არქეოლოგიური ობიექტის ძიება, დაზვერვითი თხრილების მოწყობა, გათხრა, ფიქსაცია, პირველადი საიდენტიფიკაციო ექსპერტიზა და კონსერვაცია; ბ) ლაბორატორიული არქეოლოგიური სამუშაოები – არქეოლოგიური მონაპოვრის მეცნიერული აღწერა, რესტავრაცია, კონსერვაცია, ფოტო და გრაფიკული ფიქსაცია, მულტიდისციპლინური კვლევა, ისტორიული ინტერპრეტაცია და გამოსაცემად მომზადება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/12.md
