---
title: "მუხლი 19. ძეგლის კლასიფიკაცია — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/19"
law: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
article: "19"
identifier: "4708"
adopted: "2007-05-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. ძეგლის კლასიფიკაცია — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/19

1. ძეგლის კლასიფიკაცია სახეობებად ხდება მისი ტიპოლოგიის, ისტორიული, კულტურული, მხატვრული, ესთეტიკური, მემორიალური, სულიერი, მეცნიერული და სხვა ღირებულებების მიხედვით.

2. ძეგლის სახეობებია: ა) არქეოლოგიური; ბ) არქიტექტურის; გ) საინჟინრო; დ) ქალაქთმშენებლობის (ურბანული); ე) საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის; ვ) პალეოგრაფიული; ზ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების; თ) მემორიალური; ი) ეთნოგრაფიული; კ) სახვითი ხელოვნების; ლ) დოკუმენტური; მ) მეცნიერების, ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული.

3. ძეგლის სახეობა განისაზღვრება შესაბამის დარგში შემუშავებული მეცნიერული კრიტერიუმებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/20.md
