---
title: "მუხლი 26. ძეგლის დაშლა, გადაკეთება, გადაადგილება, დანაწევრება — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/26"
law: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
article: "26"
identifier: "4708"
adopted: "2007-05-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. ძეგლის დაშლა, გადაკეთება, გადაადგილება, დანაწევრება — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/26

1. უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია მხოლოდ ძეგლზე ამ კანონით დაშვებული სამუშაოების (რეკონსტრუქციის) ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები ან თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა.

2. უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება დასაშვებია მხოლოდ ძეგლის ადაპტაციის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს არ გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას ან მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შემცირებას.

3. უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად არსებობს ძეგლის გამოუსწორებელი დაზიანების ან განადგურების საფრთხე; ბ) არსებობს მისი გადაადგილების მომეტებული საჯარო ინტერესი, გარდა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისა.

4. უძრავი ძეგლის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ თავდაპირველ გარემოსთან შეძლებისდაგვარად მიმსგავსებულ გარემოში, ავთენტიკური მასალის გამოყენებით მისი რეკონსტრუქციის გზით, თავდაპირველი სახით აღდგენის პირობით.

5. უძრავი ძეგლი გადაადგილებისას და მის შემდეგ ინარჩუნებს ძეგლის სტატუსს.

6. აკრძალულია მოძრავი ძეგლის გადაკეთება ან დანაწევრება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ძეგლის შენარჩუნებისათვის ან რეაბილიტაციისათვის.

7. (ამოღებულია - 06.09.2013, №1075). საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/27.md
