---
title: "მუხლი 27. კომპლექსური ძეგლის კონსერვაციის გეგმა — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/27"
law: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
article: "27"
identifier: "4708"
adopted: "2007-05-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. კომპლექსური ძეგლის კონსერვაციის გეგმა — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/27

1. კომპლექსური ძეგლის დაცვის, მასზე სარეაბილიტაციო სამუშაოთა რეგულირების, ძეგლის გამოყენებისა და განვითარების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო უფლებამოსილია შეიმუშაოს კომპლექსური ძეგლის კონსერვაციის გეგმა (შემდგომში – კონსერვაციის გეგმა), რომელიც ძეგლის რეაბილიტაციისა და განვითარების ერთიანი სახელმძღვანელო დოკუმენტია.

2. კონსერვაციის გეგმა არის მინისტრის ნორმატიული აქტი, რომელიც მოიცავს ძეგლზე ჩასატარებელ სამუშაოთა სამეცნიერო-მეთოდურ და პრაქტიკულ მითითებებს, განსაზღვრავს კომპლექსური ძეგლის შემადგენელ ყოველ ობიექტზე დასაშვებ ან რეკომენდებულ სამუშაოთა ნუსხას და ფარგლებს, მათი ჩატარების თანმიმდევრობის მითითებით, ადგენს ძეგლის კვლევის, რეაბილიტაციისა და განვითარების ძირითად რეგლამენტს, მისი მოვლა-პატრონობისა და გამოყენების ინდივიდუალურ წესებს.

3. კონსერვაციის გეგმის მოთხოვნათა გათვალისწინება სავალდებულოა ძეგლთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მიღებისას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/28.md
