---
title: "მუხლი 32. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა ფლობისა და სარგებლობის უფლებით — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/32"
law: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
article: "32"
identifier: "4708"
adopted: "2007-05-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა ფლობისა და სარგებლობის უფლებით — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/32

1. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძეგლის, კულტურული ფასეულობის, არქეოლოგიური დაცვის ზონაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისება, ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება სამინისტროსთან შეთანხმებით, მის მიერ წინასწარ განსაზღვრული მათი მოვლა-პატრონობის პირობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. აკრძალულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის გასხვისება. ამ ძეგლის სარგებლობაში გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ფლობისა და სარგებლობის უფლებით, მისი მოვლა-პატრონობისა და დაცვის პირობით.

3. აკრძალულია სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის (მოძრავი ძეგლის) გასხვისება.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესისგან გამონაკლისია საბინაო ფონდი, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში არსებული არასაბინაო ფართობები. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/33.md
