---
title: "მუხლი 33. მოძრავ არქეოლოგიურ ობიექტებზე საკუთრების უფლების წარმოშობა — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/33"
law: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
article: "33"
identifier: "4708"
adopted: "2007-05-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. მოძრავ არქეოლოგიურ ობიექტებზე საკუთრების უფლების წარმოშობა — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/33

1. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის საფუძველზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას, ასევე უნებართვოდ ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოებისას აღმოჩენილი მოძრავი არქეოლოგიური ობიექტი სახელმწიფოს საკუთრებაა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სხვა სახის საქმიანობის შედეგად აღმოჩენილ არქეოლოგიურ ობიექტებზე (შემთხვევით აღმოჩენა) საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

3. შემთხვევით აღმოჩენის შემთხვევაში აღმომჩენი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, ამ კანონის III თავით დადგენილი წესით აცნობოს სამინისტროს.

4. სახელმწიფოს აქვს არქეოლოგიური ობიექტის უპირატესი შესყიდვის უფლება. თავი VIII. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები და მათი რეჟიმები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/34.md
