---
title: "მუხლი 45. დამცავ ზონებში შეუსაბამო შენობა-ნაგებობის სტატუსის მინიჭების პირობა — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/45"
law: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
article: "45"
identifier: "4708"
adopted: "2007-05-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. დამცავ ზონებში შეუსაბამო შენობა-ნაგებობის სტატუსის მინიჭების პირობა — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/45

1. დამცავ ზონებში, გარდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეუსაბამო შენობა-ნაგებობის სტატუსი ენიჭება აგრეთვე ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში დისონანსის შემტან, მისი აღქმისათვის ხელის შემშლელ, ზონებში დაცული კულტურული მემკვიდრეობისათვის პრაქტიკულად თუ ესთეტიკურად ზიანის მომტან შენობას, ნაგებობას, საწარმოს, სახელოსნოს, საწყობს, აგრეთვე სატვირთო და სატრანსპორტო ნაკადების წარმომქმნელ, ნიადაგის, ატმოსფეროსა და წყალსატევების გამაჭუჭყიანებელ სხვა ობიექტს.

2. ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისა და დამტკიცების დროს, ასევე სამშენებლო და გეგმარებითი გადაწყვეტილებების მიღებისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოები ვალდებული არიან გაითვალისწინონ შეუსაბამო შენობა-ნაგებობების აღებისა და კორექტირების პერსპექტივა. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3217 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/46.md
