---
title: "მუხლი 53. ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო პირობების ცვლილება — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/53"
law: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
article: "53"
identifier: "4708"
adopted: "2007-05-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო პირობების ცვლილება — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მუხლი 53 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/53

1. თუ ამ კანონით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ჩატარებული სამუშაოებისას წარმოიშობა შესაბამისი სანებართვო პირობების (საპროექტო დოკუმენტაცია, სამუშაოთა ჩატარებისა და ანგარიშების წარდგენის ვადები, სამუშაოთა მოცულობა ან/და სხვა რამ, რაც არ ქმნის ახალი ნებართვის გაცემის საფუძველს) ცვლილების აუცილებლობა, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, სანებართვო პირობების ცვლილების მოთხოვნით, განცხადებით მიმართოს სამინისტროს.

2. განცხადებას სანებართვო პირობების ცვლილების შესახებ უნდა დაერთოს ცვლილების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია.

3. სანებართვო პირობების ცვლილების საფუძველია მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ სანებართვო პირობების ცვლილება ითვალისწინებს სანებართვო მოწმობაში შეტანილი მონაცემების ცვლილებას, გაიცემა ახალი სანებართვო მოწმობა, ხოლო ძველი ძალადაკარგულად ცხადდება. ამ შემთხვევაში ახალ სანებართვო მოწმობაზე მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/54.md
