---
title: "მუხლი 54. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვების გაუქმება, პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/54"
law: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
article: "54"
identifier: "4708"
adopted: "2007-05-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვების გაუქმება, პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მუხლი 54 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/54

1. ძეგლზე სამუშაოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სათანადო სავალდებულო პროფესიული კვალიფიკაციის არმქონე პირის მიერ ჩატარება არის ბრალეული პირის დაჯარიმების, ასევე ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი ნებართვის გაუქმების საფუძველი.

2. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვების გაუქმების სხვა საფუძვლები და წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/55.md
