---
title: "მუხლი 6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/6"
law: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
article: "6"
identifier: "4708"
adopted: "2007-05-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/6

1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული არქივი): ა) ამ კანონითა და „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ეროვნულ საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების გამოვლენასა და აღწერას, პასუხისმგებელია მათ მოვლა-პატრონობაზე, უზრუნველყოფს მათზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას; ბ) გამოვლენილი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას აწვდის სამინისტროს; გ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან.

2. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების სხვა ფუნქციები განისაზღვრება „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/7.md
