---
title: "მუხლი 8. მუზეუმ-ნაკრძალი — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/8"
law: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
article: "8"
identifier: "4708"
adopted: "2007-05-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. მუზეუმ-ნაკრძალი — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/8

1. მუზეუმ-ნაკრძალი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ფუძნდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სამინისტროს წარდგინების, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარდგინების საფუძველზე. მუზეუმ-ნაკრძალს მთლიანად ან ნაწილობრივ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძეგლები, აგრეთვე არქეოლოგიური ობიექტები და სხვა ქონება გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუზეუმ-ნაკრძალის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ორგანო.

2. მუზეუმ-ნაკრძალის მიზანია მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ობიექტების დაცვა, ექსპონირება, პოპულარიზაცია და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.

3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით მუზეუმ-ნაკრძალს შეიძლება განესაზღვროს სამოქმედო არეალი, რომლის ფარგლებშიც იგი ახორციელებს ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას და სხვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

4. მუზეუმ-ნაკრძალის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით და მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით.

5. მუზეუმ-ნაკრძალის სახეობებია: ა) არქიტექტურული; ბ) არქეოლოგიური (არქეოლოგიური პარკი); გ) ეთნოგრაფიული; დ) ისტორიული.

6. მუზეუმ-ნაკრძალი ასევე შესაძლებელია იყოს კომპლექსური – ერთდროულად იყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რამდენიმე სახეობის. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5553 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 სექტემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/7-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/9.md
