---
title: "მუხლი 9. ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/9"
law: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
article: "9"
identifier: "4708"
adopted: "2007-05-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/9

1. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან: ა) დაიცვან და მოუ ფრთხილდნენ კულტურულ მემკვიდრეობას; ბ) სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვა სახელმწიფო ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის ან კულტურული მემკვიდრეობისთვის საფრთხის შემცველი გარემოების არსებობის შესახებ; გ) ხელი შეუწყონ მუ ზეუმ-ნაკრძალს შესაბამის სამოქმედო არეალში მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შემოწმებაში.

2. ფიზიკური და იურიდიული პირების სხვა მოვალეობები და უფლებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი III. გამოვლენილი ან აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის პირველადი (დროებითი) დაცვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/10.md
