---
title: "მუხლი 1 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/1"
law: "სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
article: "1"
identifier: "1683-Iს"
adopted: "2013-11-29"
consolidated_as_of: "2019-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2019-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/1

1. ეს კანონი არეგულირებს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (შემდგომ − პროდუქცია) ბრუნვის ეროვნული კონტროლის და პოლიტიკის განხორციელების საფუძვლებსა და წესს. ამ კანონის მიზანია:
ა) დაიცვას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება პროდუქციის ბრუნვაზე ეროვნული კონტროლის დაწესების გზით;
ბ) ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომ − გაერო) ფარგლებში არსებული ვალდებულებებისა და პრინციპების შესაბამისად;
გ) საქართველომ, როგორც გაეროს, აგრეთვე გაუვრცელებლობისა და უსაფრთხოების შესაბამისი რეჟიმების წევრმა სახელმწიფომ, შეასრულოს მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.

2. ეს კანონი არ არეგულირებს სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებს. სამოქალაქო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა
და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/2.md
