---
title: "მუხლი 10 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/10"
law: "სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
article: "10"
identifier: "1683-Iს"
adopted: "2013-11-29"
consolidated_as_of: "2019-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2019-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/10

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომ − შემოსავლების სამსახური) არის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით განსაზღვრულ ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე გასცემს:
ა) ექსპორტის ნებართვას;
ბ) იმპორტის ნებართვას;
გ) ტრანზიტის ნებართვას;
დ) საბროკერო მომსახურების ნებართვას;
ე) ტექნიკური დახმარების ნებართვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვები გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე:
ა) თუ საკონტროლო ნუსხაში ორმაგი დანიშნულების პროდუქცია ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით იქნება აღნიშნული;
ბ) ამ კანონის მე-4 მუხლით, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/11.md
