---
title: "მუხლი 11 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/11"
law: "სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
article: "11"
identifier: "1683-Iს"
adopted: "2013-11-29"
consolidated_as_of: "2019-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2019-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/11

1. ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელებისას უწყებათაშორისი კოორდინაციის საკითხები, აგრეთვე კონტროლის განხორციელების მეთოდიკა და წესები, ამ კანონის განმარტებისა და გამოყენების საკითხები, საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატის გაცემის წესი განისაზღვრება
სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით
.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და ამ აქტის საფუძველზე, ნებართვების გაცემისას ან/და კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ელექტრონული დოკუმენტები და დოკუმენტები გაიცვალოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტით, კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლებელია დადგინდეს ამ კანონით განსაზღვრულ ნებართვებთან დაკავშირებული და მათი გაცემისათვის დადგენილი პროცედურების საგამონაკლისო წესები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/12.md
