---
title: "მუხლი 13 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/13"
law: "სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
article: "13"
identifier: "1683-Iს"
adopted: "2013-11-29"
consolidated_as_of: "2019-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2019-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/13

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია რეკომენდაციის გაცემისას ითვალისწინებს:
ა) ბირთვული, მასობრივი განადგურების და სხვა სახის იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს;
ბ) საქართველოს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები განისაზღვრება ამ კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტით.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობაზე არ ვრცელდება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
მოქმედება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/14.md
