---
title: "მუხლი 15 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/15"
law: "სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
article: "15"
identifier: "1683-Iს"
adopted: "2013-11-29"
consolidated_as_of: "2019-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2019-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/15

1. ნებართვის გამცემმა შეიძლება უარი თქვას ნებართვის გაცემაზე, შეაჩეროს გაცემული ნებართვა ან გააუქმოს (ბათილად ან არარად ცნოს ან ძალადაკარგულად გამოაცხადოს) გაცემული ნებართვა:
ა)
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული საფუძვლით;
გ) სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ან თუ ამ კანონის VIII თავის საფუძველზე კონკრეტული ქვეყნის მიმართ ემბარგო ან სახელმწიფო სანქცია დაწესდა.

2. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია შეაჩეროს პროდუქციის  ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, თუ წარმოიქმნა ან აღმოჩნდა ახალი გარემოებები, რომლებიც კომპეტენტური ორგანოს მიერ შესწავლას საჭიროებს და რომლებიც ვერ იქნებოდა გათვალისწინებული ნებართვის გაცემისას. ასეთ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური საქმეს საკითხის ხელახალი განხილვისათვის უგზავნის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.
თავი VIII
საერთაშორისო ეკონომიკური სანქციები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/16.md
