---
title: "მუხლი 16 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/16"
law: "სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
article: "16"
identifier: "1683-Iს"
adopted: "2013-11-29"
consolidated_as_of: "2019-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2019-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/16

1. ერთი ან მეტი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო ეკონომიკურ სანქციებში საქართველოს მონაწილეობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით ან ეფუძნება გაეროს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას.

2. საქართველოს შეუძლია ცალმხრივად დააწესოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სანქციები.

3. საქართველოს მიერ საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების დაწესების შემთხვევაში ზიანის კომპენსირების პროცედურა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებთან შესაბამისობის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია დააწესოს აკრძალვები, მათ შორის, პროდუქციის ექსპორტზე, იმპორტზე, ტრანზიტზე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული აკრძალვების შესრულება სავალდებულოა იმ ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, რომლებიც ამგვარ დავალებას მიიღებენ.
თავი IX
კონტროლის ღონისძიებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/17.md
