---
title: "მუხლი 17 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/17"
law: "სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
article: "17"
identifier: "1683-Iს"
adopted: "2013-11-29"
consolidated_as_of: "2019-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2019-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/17

1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად აწარმოოს სანებართვო საქმიანობის რეესტრი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული რეესტრი ინახება 6 წლის განმავლობაში. ამ ვადის ათვლა იწყება იმ კალენდარული წლის ბოლოდან, როდესაც ამოიწურება ნებართვის მოქმედების ვადა. პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები ინახება არანაკლებ ამ პუნქტში მითითებული ვადის განმავლობაში, თუნდაც შესაბამისი კანონმდებლობით უფრო მცირე ვადა იყოს დადგენილი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/18.md
