---
title: "მუხლი 19 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/19"
law: "სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
article: "19"
identifier: "1683-Iს"
adopted: "2013-11-29"
consolidated_as_of: "2019-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2019-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/19

1. ამ კანონის მე-9 და მე-10 მუხლებით განსაზღვრული ნებართვის გამცემები უფლებამოსილი არიან, კონტროლის განხორციელების მიზნით ნებართვის მფლობელს მოსთხოვონ სანებართვო ქმედებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ან დოკუმენტის წარდგენა. ნებართვის მფლობელი ინფორმაციას ან დოკუმენტს წარადგენს გონივრულ ვადაში.

2. ნებართვის მაძიებლის ან ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული კონტროლის პროცესში ნებართვის მფლობელის შესახებ მიღებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ ამ კანონის მიზნებისათვის.
თავი X
პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/20.md
