---
title: "მუხლი 7 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/7"
law: "სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
article: "7"
identifier: "1683-Iს"
adopted: "2013-11-29"
consolidated_as_of: "2019-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2019-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/7

1. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით განსაზღვრულ სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული საბროკერო მომსახურების ნებართვის საფუძველზე.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით განსაზღვრულ ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული საბროკერო მომსახურების ნებართვის საფუძველზე, თუ:
ა) ბროკერს ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულმა ნებართვის გამცემმა გონივრული ვარაუდის საფუძველზე აცნობა, რომ ამ პუნქტით განსაზღვრული პროდუქცია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის;
ბ) ბროკერისთვის ცნობილია ან მას აქვს გონივრული ვარაუდი, რომ ამ პუნქტით განსაზღვრული პროდუქცია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.
თავი VI
ტექნიკური დახმარება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/8.md
