---
title: "მუხლი 8 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/8"
law: "სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
article: "8"
identifier: "1683-Iს"
adopted: "2013-11-29"
consolidated_as_of: "2019-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2019-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/8

1. რეზიდენტის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ ტექნიკური დახმარების გაწევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ტექნიკური დახმარების ნებართვის საფუძველზე, თუ:
ა) ტექნიკური დახმარების გამწევს ნებართვის გამცემმა გონივრული ვარაუდის საფუძველზე აცნობა, რომ ტექნიკური დახმარება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის;
ბ) ტექნიკური დახმარების გამწევისთვის ცნობილია ან მას აქვს გონივრული ვარაუდი, რომ ტექნიკური დახმარება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა ტექნიკური დახმარება:
ა) ღია ინფორმაციაა ან ფუნდამენტური მეცნიერული კვლევის ნაწილია;
ბ) ხორციელდება ზეპირი ფორმით და დაკავშირებული არ არის ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრულ ტექნოლოგიასთან.
თავი VII
ნებართვები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/9.md
