---
title: "მუხლი 10. დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფა ზედამხედველობის ორგანოს მიერ — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/10"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ"
article: "10"
identifier: "4910"
adopted: "2007-06-08"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფა ზედამხედველობის ორგანოს მიერ — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/10

1. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში არ მიიღებს სამართლებრივ აქტს, რომლის მიღებაც მას კანონით ევალება, ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მოსთხოვოს მას აღნიშნული ვალდებულების შესრულება. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია მიღებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში შეასრულოს ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნა.

2. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) დადგენილ ვადაში არ შეასრულებს ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნას, ზედამხედველობის ორგანო 3 დღის ვადაში მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თხოვნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/11.md
