---
title: "მუხლი 11. ზედამხედველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) საქმიანობის საჯაროობა — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/11"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ"
article: "11"
identifier: "4910"
adopted: "2007-06-08"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ზედამხედველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) საქმიანობის საჯაროობა — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/11

1. ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია ყოველი წლის 1 თებერვლამდე შეადგინოს და გამოაქვეყნოს ზედამხედველობის სფეროში კალენდარული წლის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ოფიციალური ანგარიში.

2. ოფიციალური ანგარიში უნდა შეიცავდეს სტატისტიკურ ინფორმაციას ზედამხედველობის ორგანოსთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გაგზავნილი ნორმატიული აქტების (აგრეთვე კონსულტაციისათვის გაგზავნილი ნორმატიული აქტების პროექტების) შესახებ, ზედამხედველობის პროცესში გასაჩივრებული, გაუქმებული და მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტების სრულ ჩამონათვალს, აგრეთვე ინფორმაციას ზედამხედველობის ორგანოს საჩივრებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე.

3. ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია ოფიციალური ანგარიშის შედგენიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში გაუგზავნოს იგი საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1231 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. თავი III. დასკვნითი დებულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/12.md
