---
title: "მუხლი 2. სახელმწიფო ზედამხედველობის ცნება და სახეები — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/2"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ"
article: "2"
identifier: "4910"
adopted: "2007-06-08"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. სახელმწიფო ზედამხედველობის ცნება და სახეები — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/2

1. სახელმწიფო ზედამხედველობა (შემდგომში – ზედამხედველობა) არის ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კანონიერება და მიზანშეწონილობა. ზედამხედველობის სახეებია: სამართლებრივი ზედამხედველობა და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობა.

2. სამართლებრივი ზედამხედველობა არის ზედამხედველობის სახე, რომელიც ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

3. დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობა არის მიზანშეწონილობის მოტივით ზედამხედველობა, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას სახელმწიფო ინტერესებისა და იმ მითითებების შესაბამისად, რომლებსაც დელეგირების განმახორციელებელი იძლევა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/3.md
