---
title: "მუხლი 3. ზედამხედველობის ორგანოები — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/3"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ"
article: "3"
identifier: "4910"
adopted: "2007-06-08"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ზედამხედველობის ორგანოები — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/3

1. ზედამხედველობას ამ კანონით განსაზღვრული ფორმითა და პირობებით, როგორც წესი, ახორციელებენ სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში ზედამხედველობის განხორციელება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიძლება დაეკისროს სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს.

3. ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც განახორციელებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ზედამხედველობას, დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/4.md
