---
title: "მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი კონსულტაცია — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/7"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ"
article: "7"
identifier: "4910"
adopted: "2007-06-08"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი კონსულტაცია — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/7

1. თვითმმართველი ერთეულის ნორმატიული აქტის მიღებასთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარე (ქალაქ თბილისის შემთხვევაში – აგრეთვე ქალაქის მერი) უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით მიმართოს შესაბამის ზედამხედველობის ორგანოს სამართლებრივი კონსულტაციის თაობაზე წერილობითი მოთხოვნით.

2. სამართლებრივი კონსულტაციის თაობაზე წერილობით მიმართვას უნდა ერთოდეს მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტის პროექტი და პროექტის განმარტებითი ბარათი.

3. შესაბამისი ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია წერილობითი მიმართვის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოამზადოს და შესაბამის თანამდებობის პირს გაუგზავნოს სამართლებრივი დასკვნა მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტის პროექტის კანონიერების თაობაზე. ნორმატიული აქტის პროექტში სამართლებრივი ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში დასკვნა უნდა შეიცავდეს საკანონმდებლო ან სხვა ნორმატიული აქტის დასახელებას, რომელსაც ეწინააღმდეგება პროექტი, და რეკომენდაციებს სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ.

4. შესაბამისი ზედამხედველობის ორგანოს სამართლებრივი დასკვნა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები სამართლებრივ აქტებს იღებენ (გამოსცემენ) დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21436-adgilobrivi-tvitmmartvelobis-organoebis-sakmianobis-sakhelmwipo-zedamk/8.md
