---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2156434-elektruli-kselebis-khazobrivi-nagebobebis-datsvis-wesisa-da-mati-datsv/2"
law: "ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ"
article: "2"
identifier: "366"
adopted: "2013-12-24"
consolidated_as_of: "2017-04-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ

> Text consolidated as of 2017-04-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2017-04-12), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/2156434-elektruli-kselebis-khazobrivi-nagebobebis-datsvis-wesisa-da-mati-datsv/2

1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი – ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემა/გადატანა;
ბ) საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემისათვის/გადატანისათვის განკუთვნილი იზოლი­რებული სადენი (სადენები), რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე პარალელური შტოსაგან, შეერთებისათვის საჭირო აქსესუარებით (ქუროები, მომჭერები და სხვა არმატურა);
გ) ქვესადგური – ელექტრომოწყობილობათა ერთობლიობა (ტრანსფორმატორები, ელექტროენერგიის სხვა გარდამქმნელები, გამანაწილებელი მოწყობილობები, სინქრონული კომპენსატორები, სტატიკური კონდენსატორები, მართვის მოწყობილობები და სხვა დამხმარე საშუალებები), რომლის დანიშნულებაა ერთი ძაბვის ელექტროენერგიის სხვა ძაბვის ელექტროენერგიად გარდაქმნა ტრანსფორმატორების ან ელექტროენერგიის სხვა გარდამქმნელების საშუალებით და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) განაწილება;
დ) გამანაწილებელი პუნქტი – მოწყობილობათა ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება და განაწილება ერთ ძაბვაზე, გარდაქმნისა და ტრანსფორმაციის გარეშე და რომელიც არ შედის ქვესადგურის შემადგენლობაში;
ე) ელექტრული ქსელის მფლობელი პირი – ფიზიკური და/ან იურიდიული პირი, რომელიც ახდენს ელექტრული ქსელის ექსპლუატაციას კანონმდებლობით მინიჭებული უფლების საფუძველზე;
ვ) ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც ახდენს საჰაერო ან/და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციას კანონმდებლობით მინიჭებული უფლების საფუძველზე;
ზ) ელექტრული ქსელი – ქვესადგურების, გამანაწილებელი მოწყობილობების და მათი შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზების ერთობლიობა, რომელთა დანიშნულებაა ელექტროენერგიის გადაცემა და განაწილება;
თ) მიწათმოსარგებლე – პირი, რომლის სარგებლობაში ან საკუთრებაში არის ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება.

2. ამ წესში გამოყენებული სამშენებლო ტერმინები გამოიყენება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობით.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2156434-elektruli-kselebis-khazobrivi-nagebobebis-datsvis-wesisa-da-mati-datsv/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2156434-elektruli-kselebis-khazobrivi-nagebobebis-datsvis-wesisa-da-mati-datsv/3.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
