---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი — იურიდიული დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/1"
law: "იურიდიული დახმარების შესახებ"
article: "1"
identifier: "4955"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი — იურიდიული დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იურიდიული დახმარების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/1

1. ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული დაცვის უფლების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი, სოციალურ მოთხოვნილებაზე ორიენტირებული, მდგრადი და საიმედო იურიდიული დახმარების სისტემის და საბიუჯეტო სახსრების გამჭირვალე და შედეგიანი ხარჯვისათვის იურიდიული დახმარების ადმინისტრირების ეფექტიანი სისტემის შექმნა.

2. ყველას აქვს უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს თანმიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე.

3. იურიდიული დახმარება ეფუძნება კანონიერების, მხარეთა თანასწორობის პრინციპებს და უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით დაუბრკოლებელ სარგებლობას.

4. ამ კანონით დადგენილი წესით იურიდიული კონსულტაცია გაიწევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ხოლო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/2.md
