---
title: "მუხლი 16. იურიდიული დახმარების ბიურო — იურიდიული დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/16"
law: "იურიდიული დახმარების შესახებ"
article: "16"
identifier: "4955"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. იურიდიული დახმარების ბიურო — იურიდიული დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იურიდიული დახმარების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/16

1. იურიდიული დახმარების ბიურო არის სამსახურის შემადგენელი ერთეული, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესითა და თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში ახორციელებს იურიდიულ დახმარებას.

2. იურიდიული დახმარების ბიურო პასუხისმგებელია თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში კვალიფიციური იურიდიული დახმარების უზრუნველყოფისა და იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთა ინტერესების მაქსიმალური დაცვისათვის, რათა მათ შეძლონ, სრულად ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით.

3. იურიდიული დახმარების ბიუროს შემადგენლობაში შედიან იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელი, ადვოკატები, კონსულტანტები და ადმინისტრაციული პერსონალი.

4. იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით, სამსახურის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

5. დაუშვებელია იურიდიული დახმარების ბიუროს საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება.

6. იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები მოქმედებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის შესაბამისად.

7. იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელის, ადვოკატების, კონსულტანტებისა და ადმინისტრაციული პერსონალის უფლებამოსილებანი განისაზღვრება სამსახურის დებულებით.

8. (ამოღებულია - 04.03.2026, №1374).

9. (ამოღებულია - 04.03.2026, №1374).

10. (ამოღებულია - 04.03.2026, №1374).
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1374 – ვებგვერდი, 05.03.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/17.md
