---
title: "მუხლი 17. საკონსულტაციო ცენტრი — იურიდიული დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/17"
law: "იურიდიული დახმარების შესახებ"
article: "17"
identifier: "4955"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. საკონსულტაციო ცენტრი — იურიდიული დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იურიდიული დახმარების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/17

1. იურიდიული კონსულტაცია ხორციელდება იურიდიული დახმარების ერთიანი სისტემის ფარგლებში შექმნილ საკონსულტაციო ცენტრებში. იურიდიული კონსულტაციის ხანგრძლივობაა არა უმეტეს ერთი საათისა.

2. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, მიიღოს იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ საკონსულტაციო ცენტრში, საცხოვრებელი ადგილისა და ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად.

3. საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც არ მოქმედებს იურიდიული დახმარების ბიურო, რეესტრიდან საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვას უზრუნველყოფს საკონსულტაციო ცენტრი.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/18.md
