---
title: "მუხლი 19. რეესტრი — იურიდიული დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/19"
law: "იურიდიული დახმარების შესახებ"
article: "19"
identifier: "4955"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. რეესტრი — იურიდიული დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იურიდიული დახმარების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/19

1. რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებლის ან საკონსულტაციო ცენტრის მიმართვის საფუძველზე ახორციელებს იურიდიულ დახმარებას სახელმწიფოს ხარჯზე.

2. რეესტრს აწარმოებს სამსახური. რეესტრში ადვოკატის რეგისტრაცია ხორციელდება ადვოკატის განცხადების საფუძველზე, ღია კონკურსის გზით.

3. რეესტრისა და განცხადების ფორმებს ამტკიცებს დირექტორი.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1374 – ვებგვერდი, 05.03.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/20.md
