---
title: "მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — იურიდიული დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/2"
law: "იურიდიული დახმარების შესახებ"
article: "2"
identifier: "4955"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — იურიდიული დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იურიდიული დახმარების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) იურიდიული დახმარება – სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა, წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციულ ორგანოში, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესში სახელმწიფოს ხარჯზე;
ბ) იურიდიული კონსულტაცია – ყველასთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი რჩევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;
გ) მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) – იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მონაცემების საფუძველზე შედგენილი იურიდიული დახმარების განმახორციელებელი ადვოკატების სია;
დ) საზოგადოებრივი ადვოკატი – იურიდიული დახმარების ბიუროს, იურიდიული დახმარების მიმწოდებლის ან რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს იურიდიულ დახმარებას;
ე) იურიდიული დახმარების მიმწოდებელი (შემდგომში – მიმწოდებელი) – იურიდიული დახმარების განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ადვოკატი;
ვ) იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირი – საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს;
ზ) გადახდისუუნარო პირი – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.
თავი II. იურიდიული დახმარება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/3.md
