---
title: "მუხლი 22. სამსახურის დაფინანსების წყაროები — იურიდიული დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/22"
law: "იურიდიული დახმარების შესახებ"
article: "22"
identifier: "4955"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. სამსახურის დაფინანსების წყაროები — იურიდიული დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იურიდიული დახმარების შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/22

1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) შემოწირულებები და გრანტები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. სამსახურის სახელმწიფო დაფინანსება განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონით.

3. სამსახურის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1374 – ვებგვერდი, 05.03.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/21-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/22-1.md
