---
title: "მუხლი 4³. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი — იურიდიული დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/4-3"
law: "იურიდიული დახმარების შესახებ"
article: "4^3"
identifier: "4955"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4³. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი — იურიდიული დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იურიდიული დახმარების შესახებ, მუხლი 4³ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/4-3

იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის საადვოკატო მომსახურების გაწევას სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის, წარმომადგენლობას ადმინისტრაციული წარმოებისას და სამართლებრივ კონსულტაციას;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის იურიდიული დახმარების სამსახურის ყველა ტერიტორიული ერთეულის სავალდებულო ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მომსახურებისა და შენობა-ნაგებობების შიდა და გარე ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას;
გ) კადრების გადამზადებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისთვის საჭირო უნარების განვითარების მიზნით.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6830 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/4-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21604-iuridiuli-dakhmarebis-shesakheb/5.md
