---
title: "მუხლი 11¹⁸. მოსამსახურის წახალისება — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/11-18"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "11^18"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11¹⁸. მოსამსახურის წახალისება — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 11¹⁸ (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/11-18

1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის ან/და განსაკუთრებული დამსახურებისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) სიგელით დაჯილდოება; ე) სამინისტროს უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოება; ვ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ზ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; თ) დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის შემცირება (ამ კანონის 11 20 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შემთხვევაში); ი) დაწინაურება.

2. მოსამსახურის მიმართ შეიძლება ერთდროულად იქნეს გამოყენებული წახალისების რამდენიმე ფორმა.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისთვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე.

4. წახალისებული მოსამსახურე ახალი დამსახურებისთვის შეიძლება კვლავ წახალისდეს წახალისების იმავე ან სხვა ფორმით.

5. მოსამსახურის წახალისების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1623 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/11-17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/11-19.md
