---
title: "მუხლი 11⁹. სამსახურში მიღებისას პირის მიერ წარსადგენი დოკუმენტები — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/11-9"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "11^9"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11⁹. სამსახურში მიღებისას პირის მიერ წარსადგენი დოკუმენტები — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 11⁹ (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/11-9

სამსახურში მიღების მსურველმა პირმა შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს უნდა წარუდგინოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები. ამ დოკუმენტების წარუდგენლობა პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთანავე, სამსახურში მიღების მსურველ პირს შეიძლება მოეთხოვოს სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრული, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის შესახებ ცნობის წარდგენა, აგრეთვე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული ან აღიარებული დიპლომის წარდგენა. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/11-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/12.md
