---
title: "მუხლი 19. ოქმი — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/19"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "19"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. ოქმი — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/19

1. პრობაციის ოფიცერი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში ადგენს ოქმს, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ოქმის შედგენის ადგილსა და თარიღს; ბ) სამართლებრივი აქტის დასახელებას, რომლის აღსასრულებლადაც დგება ოქმი; გ) ოქმის შემდგენი პრობაციის ოფიცრის სახელსა და გვარს; დ) მონაცემებს ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირთა შესახებ; ე) სააღსრულებო მოქმედების შინაარსს.

2. ოქმის სისწორე დასტურდება პრობაციის ოფიცრის, მსჯავრდებულისა და ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირთა ხელმოწერებით და პრობაციის ოფიცრის ბეჭდით. პირის უარი ხელის მოწერაზე აღინიშნება ოქმში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/20.md
