---
title: "მუხლი 27. იმ ორგანოთა ვალდებულება, რომლებიც უფლებამოსილი არიან გააუქმონ გადაწყვეტილება გარკვეული საქმიანობის უფლების მინიჭების თაობაზე — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/27"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "27"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. იმ ორგანოთა ვალდებულება, რომლებიც უფლებამოსილი არიან გააუქმონ გადაწყვეტილება გარკვეული საქმიანობის უფლების მინიჭების თაობაზე — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/27

1. გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ განაჩენის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა იმ ორგანოსთვის, რომელიც უფლებამოსილია გააუქმოს გადაწყვეტილება გარკვეული საქმიანობის უფლების მინიჭების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ორგანო ვალდებულია განაჩენის ასლისა და პრობაციის ბიუროს მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა გააუქმოს გადაწყვეტილება, რომელიც მსჯავრდებულს ანიჭებდა გარკვეული საქმიანობის უფლებას, ჩამოართვას მას შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრობაციის ბიუროს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/27-1.md
