---
title: "მუხლი 32. დამსაქმებლის ადმინისტრაციის მოვალეობები, სადაც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით სასჯელს იხდის მსჯავრდებული — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/32"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "32"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. დამსაქმებლის ადმინისტრაციის მოვალეობები, სადაც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით სასჯელს იხდის მსჯავრდებული — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/32

1. მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხანგრძლივობის, შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვას ახორციელებს და შესაბამის ჩანაწერებს აწარმოებს დამსაქმებელი. პრობაციის ოფიცერი პერიოდულად აკონტროლებს დამსაქმებლის ჩანაწერების სისწორეს, მსჯავრდებულის მიერ შესრულებულ სამუშაოს და სამუშაოს შესრულების შესახებ მონაცემები შეაქვს ოქმში.

2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის პროცესში ზიანის მიყენებით წარმოშობილი ვალდებულება და ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/33.md
