---
title: "მუხლი 33². საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულების წესი — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/33-2"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "33^2"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33². საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულების წესი — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 33² (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/33-2

1. თუ განრიდების სუბიექტი იკისრებს საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებას, როგორც განრიდების პირობას, პროკურორი პრობაციის ბიუროს უგზავნის ინფორმაციას ამ პირის მიერ ნაკისრი განრიდების პირობის შესახებ, რის შემდეგაც პრობაციის ბიურო განრიდების სუბიექტს განუსაზღვრავს სამუშაოს სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას.

2. განრიდების სუბიექტის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებაზე ვრცელდება ამ კანონის დებულებანი მათი შინაარსის გათვალისწინებით. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/33-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/33-3.md
