---
title: "მუხლი 36. გამასწორებელი სამუშაოს ვადის გამოთვლა — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/36"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "36"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. გამასწორებელი სამუშაოს ვადის გამოთვლა — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/36

1. გამასწორებელი სამუშაოს ვადაში ითვლება ვადა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული მუშაობდა და მისი ხელფასიდან ხდებოდა დაქვითვა.

2. გამასწორებელი სამუშაო იწყება იმ დღიდან, როდესაც დამსაქმებლის ადმინისტრაცია, სადაც მსჯავრდებული მუშაობს, პრობაციის ბიუროსაგან მიიღებს სასამართლო განაჩენის ასლს და სხვა შესაბამის დოკუმენტებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/37.md
