---
title: "მუხლი 38. გამასწორებელი სამუშაოთი მსჯავრდებული პირის ხელფასიდან დაქვითვის წესი — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/38"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "38"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. გამასწორებელი სამუშაოთი მსჯავრდებული პირის ხელფასიდან დაქვითვის წესი — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/38

1. პრობაციის ოფიცერი აკონტროლებს დამსაქმებლის მიერ სახელმწიფო შემოსავალში მსჯავრდებულის ხელფასიდან თანხების დაქვითვის სისწორეს. პრობაციის ოფიცერს უფლება აქვს შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კონტროლის მიზნით მოიწვიოს შესაბამისი ორგანოები.

2. მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს, დამსაქმებლის ადმინისტრაციას, სადაც მსჯავრდებული მუშაობს, უფლება აქვს შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს მსჯავრდებულის ხელფასიდან დასაქვითი თანხის შემცირების თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/39.md
