---
title: "მუხლი 41. მსჯავრდებულის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/41"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "41"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. მსჯავრდებულის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/41

1. თუ სასამართლო თავისი აქტით მსჯავრდებულს დააკისრებს მოვალეობას, არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი სასჯელის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობის გარეშე, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ მსჯავრდებულის განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი.

2. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ნებართვის გაცემის შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა.

3. თუ სასამართლომ მსჯავრდებულს არ დააკისრა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობა, იგი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ 2 კვირით ადრე აცნობებს კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

3¹. ამ მუხლის პირველი და მე -3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის მსჯავრდებული შეიძლება გადაყვანილ იქნეს ამ კანონის მე -12 მუხლის 1 3 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცხადების განსაკუთრებულ რეჟიმზე .

4. მსჯავრდებულის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში სააღსრულებო საქმე გადაეგზავნება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/40-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/42.md
