---
title: "მუხლი 44¹². მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების კონტროლი და ზედამხედველობა — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/44-12"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "44^12"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44¹². მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების კონტროლი და ზედამხედველობა — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 44¹² (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/44-12

1. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი პრობაციის ბიურო.

2. მსჯავრდებული, მისი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და პრობაციის ოფიცრისა და სააგენტოს სხვა უფლებამოსილ თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები. მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებულ იქნეს იძულების ღონისძიებები.

3. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების წესები და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №956 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/44-11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/44-13.md
