---
title: "მუხლი 44⁹. სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულების წესი — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/44-9"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "44^9"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44⁹. სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულების წესი — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 44⁹ (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/44-9

1. სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი აქტის წარმოებაში მიღებასა და აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი.

2. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ სასამართლოს განაჩენის ასლი აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებული აღრიცხვაზე აჰყავს და განუმარტავს მას სასჯელის მოხდის წესებსა და პირობებს.

4. პრობაციის ოფიცერი აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის წარმოებაში მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უგზავნის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების შესახებ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2398 – ვებგვერდი, 08.06.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/44-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/45.md
