---
title: "მუხლი 44. დაკისრებული მოვალეობის მსჯავრდებულის მიერ შეუსრულებლობა — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/44"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "44"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. დაკისრებული მოვალეობის მსჯავრდებულის მიერ შეუსრულებლობა — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/44

1. დაკისრებული მოვალეობის მსჯავრდებულის მიერ შეუსრულებლობად მიიჩნევა: ა) პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა; ბ) სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან მის შესრულებაზე უარის თქმა.

2. სასამართლოსადმი წარდგინებით მიმართვის საფუძველია: ა) მსჯავრდებულის მიერ პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას არანაკლებ სამჯერ გამოუცხადებლობა; ბ) მსჯავრდებულის მიერ მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა ან მისთვის თავის არიდება; ბ 1 ) ამ კანონის მე-14 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა; გ) კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

3. (ამოღებულია). საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. თავი X 1 . (ამოღებულია) საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/44-1.md
