---
title: "მუხლი 45⁴. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების მოქმედება იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთა საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/45-4"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "45^4"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45⁴. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების მოქმედება იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთა საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 45⁴ (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/45-4

1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, სამართლებრივი აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მიუთითოს შესაბამისი პრობაციის ბიურო, სადაც მსჯავრდებული გამოცხადდება.

2. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე ამ კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულის გაფრთხილების ვალდებულება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომლის საცხოვრებელი ადგილი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ​ ​საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/45-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/45-5.md
